
ვებპროგრამირება
Amber-ის პროგრამისტებს გააჩნიათ საიტების შექმნისა და პროგრამირების დიდი გამოცდილება, დამკვეთის სპეციფიკის გათვალისწინებით. ასევე შემოგთავაზებენ მთელ რიგ ტიპიურ პროგრამულ გადაწყვეტას, მაგალითად, ელექტრონული ანკეტების სისტემა, პროდუქციის ელექტრონული კატალოგი, ინტერნეტ-მაღაზია და სხვა.
დღეს პრაქტიკულად არცერთი ვებ-გვერდი არ არსებობს პროგრამული მოდულის გარეშე. არსებობს ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების ფართე სპექტრი, რომლებიც საშუალებას იძლევიან შევქმნათ ფუნქციონალურად მოხერხებული და თანამედროვე ვებ-წარმომადგენლობა. პროგრამირების პროცესში ჩვენი სპეციალისტები იყენებენ ისეთ ტექნიკურ საშუალებებს როგორებიცაა: HTML, DHTML, JavaScript, XML/XSL, Java, Flash, PHP, Perl, მონაცემთა ბაზა MySQL. საიტის პროგრამირებისას ტიპიური მოდულების გამოყენება, საგრძნობლად ამცირებს პროექტის შესრულების ხანგრძლიობას, ხოლო მცირე ინდივიდუალური ადაპტაცია, პროექტს ხდის უნიკალურს და მაქსიმალურად მოსახერხებელს, როგორ მომხმარებლებისთვის, ასევე საიტის მფლობელისთვის.
საიტების პროგრამირებისას, ჩვენი ვებ-დიზაინის სტუდიის ამოცანაა, საიტის "მოვლის" პროცესის მაქსიმალური ავტომატიზაცია და სიმარტივე. რაც ნიშნავს, რომ მზა საიტის მხარდაჭერა და განახლება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ვებ-დიზაინერის ან პროგრამისტის განათლება.
Amber-ის პროგრამისტთა მაღალი კვალიფიკაცია, საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ ნებისმიერი სირთულის ამოცანა, შევქმნათ თქვენთვის საჭირო ვებ-პროგრამები და განვახორციელოთ ყოველი თქვენი პროგრამისტული ამოცანა, დაწყებული ინტერაქტიული on-line კატალოგებით და ინტერნეტ-მაღაზიებით, დამთავრებული დოკუმენტთბრუნვის შიდაკორპორატიული სისტემებით, ნებისმიერი პლატფორმისთვის. საიტების პროგრამირების პროცესში ჩვენ ვითვალისწინებთ, თუ რამდენად მიზანშეწონილია და მოსახერხებელია, ამა თუ იმ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
არაკორექტულად შესრულებული სამუშაო ნიშნავს რომ, საიტი "მოკვდება ვირტუალურად". ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ საკითხის სერიოზულობა და გარანტიას ვიძლევით ჩვენი პროგრამისტების მაღალ პროფესიონალიზმზე. ჩვენი სპეციალისტების მიერ შექმნილი, და შემოწმებული სისტემები, იმუშავებენ ისევე ზუსტად, როგორც სტანდარტული მოდულები. საიტების პროგრამირება, რომელსაც გთავაზობთ ჩვენი ვებ-სტუდია, არის თქვენი საიტის სტაბილური და გამართული მუშაობის გარანტი!