საიტის შექმნის ეტაპები - მოკლე ინსტრუქცია

საიტი ნებისმიერი ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, შესაბამისად საჭიროა მისი შექმნისას სწორი და გააზრებული წესებით ვიხელმძღვანელოთ. ის მთავარი ინფორმაციული იარაღია და ფაქტობრივად, ჩვენი სავიზიტო ბარათია მომხმარებლის მოზიდვისა თუ დაინტერესების პროცესში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საიტი იყოს არა უბრალოდ ლამაზი ნახატებისა და პროგრამული კოდების კოლექცია, არამედ ფუნქციური და საჭირო ინფორმაციით დატვირთული, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული და თქვენი ორგანიზაციის ინდივიდუალურ სტილს უსვამს ხაზს.
 
საიტის ეფექტიანობის გაზრდისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იყოს განსაზღვრული და ჩამოყალიბებული მიზანი, რისთვის და რატომ გეგმავთ საიტის შექმნას, კონკრეტული მოლოდინები, რაც გაგაჩნიათ საიტის მიმართ

მას შემდეგ რაც მიზანი განსაზღვრულია, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ესაა - საიტის თემატიკის შერჩევა. თემატიკის შერჩევა დამოკიდებულია, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მოცულობაზე. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ საიტს ჭირდება დროდადრო ახალი ინფორმაციით შევსება, ხოლო თუ ინფორმაციის მოცულობა არასაკმარისია, მაშინ ასეთი ვებ-რესურსის განახლება ცოტათი პრობლემატიურია.

თემატიკის შერჩევის შემდეგ, შევუდგეთ საიტის შინაარსის განსაზღვრას. აქ თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ განყოფილებებისა და მათში საჭირო სტატიების ჩამონათვალი.

საიტის შექმნის შემდგომი ეტაპი - არის საიტის შინაარსის ტექსტურ რედაქტორში შეტანა. განყოფილებებისა და სტატიების დასახელებების შერჩევა. ყოველი სტატიისთვის უნდა მოიფიქროთ სახელწოდება. ფოტოსურათებისთვის უნდა მოიფიქროთ განმარტებები და კომენტარები. ამის შემდგომ, განისაზღვრება საიტში ბმულების სტრუქტურა. მუშავდება სტატიების იერარქია, ანუ რა რის შემდეგ მოდის. ერთი სიტყვით, ქმნით საიტის ლოგიკურ სტრუქტურას. ამგვარად, საიტის ლოგიკური სტრუქტურა დასრულებულია და გადავდივართ შემდგომ ეტაპზე - საიტის დიზაინზე. სანამ დიზაინზე ფიქრს შევუდგებოდეთ, საჭიროა განისაზღვროს ჰოსტინგი, რათა განთავსებული ბმულები, მიუთითებდნენ კონკრეტულ გვერდს, კონკრეტულ ჰოსტზე, ასევე ჰოსტინგი განსაზღვრავს, ტექნოლოგიებს რომლის გამოყენებითაც შეიქმნება თქვენი საიტი.

თუ ჰოსტინგს აქვს ნელი არხი, ხოლო თქვენი საიტი გადატვირთულია გრაფიკით, მაშინ, ან უნდა გადააკეთოთ თქვენი საიტის დიზაინი, ანდა შეამციროთ ინფორმაციის მოცულობა.

დიზაინის შექმნა - ეს, ასე ვთქვათ, ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ძალიან ბევრია დამოკიდებული დიზაინზე: საიტის იერსახე, წაკითხვადობა, ნავიგაციის მოხერხებულობა, მიმზიდველობა.

დიზაინზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საიტი ივსება აწყობილი ინფორმაციით, შესაბამის გვერდებზე გამოიფინება სტატიები, ფოტოსურათები და სხვ. როდესაც ეს ყველაფერი მზადაა, შეგვიძლია შევუდგეთ მის ინტერნეტში განთავსებას, სადაც მოწმდება ბმულების სისწორე, ყველა გვერდი არსებობს თუ არა და სხვ.

საბოლოოდ, კი დასრულებული და კარგად გააზრებული საიტის სწორი კომუნიკაცია და პოპულარიზაციაა მნიშვნელოვანი საჭირო შედეგის მისაღებად.