ვებგვერდი - ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალება

ვებგვერდებს ორგანიზაციებში სიმბოლურად არ ქმნიან, ძალიან მნიშვნელოვანი ის ფუნქციური და პრაქტიკული სახით შეიქმნას. ვებგვერდს „თაროზე შემოსადებად“ არ ქმნიან, მას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ესტუმროს, პოტენციურ მომხმარებელთა შორის კი ყოველთვის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის აქტიურად უნდა გამოიყენონ თქვენი ვებგვერდი. ჟურნალისტები კი ერთერთ უმთავრეს შუამავალ რგოლს წარმოადგენენ თქვენსა და საზოგადოებას შორის, თქვენ ისინი პირდაპირ და ირიბად თქვენი ვებგვერდისა და ორგანიზაციის პოპულარიზაციაში გეხმარებიან.  „ნილსენ ნორმან გრუპის“ კვლევის მონაცემების თანახმად, პროფესიონალებმა უნდა შეისწავლონ, რამდენად მოსახერხებელია მათი ვებგვერდის გამოყენება, ჟურნალისტები ხშირად იწყებენ ვებგვერდების შესწავლით, როცა რაღაც მასალაზე მუშაობენ. ისინი ეძებენ:

  • კონტაქტს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელთან
  • ძირითად ფაქტებს ორგანიზაციის შესახებ
  • რა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი კომპანიას
  • ფინანსურ ინფორმაციას
  • სურათს მასალის ვიზუალური გაფორმებისთვის.

ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელი ნაბიჯებია:

  1. თქვენს გვერდზე შესვლა

რჩევა: დაუქვემდებარეთ თქვენი გვერდი რომელიმე ძირითად საძიებელ სისტემას, მაგალითად, როგორიც არის „GOOGLE“.

რჩევა: თავი აარიდეთ ფლეშს (Flash) და შოქვეივს (Shockwave), რომელიც შეიძლება არ მუშაობდეს და შეაფერხოს ჟურნალისტის მუშაობა.

  1. ახალი ამბების პოვნა

რჩევა: ნუ დააბნევთ ჟურნალისტს, ინფორმაცია და ტექსტი დაალაგეთ მკაფიოდ და გასაგებად, აუცილებლად დაყავით ინფორმაცია შესაბამისი თემატიკის მიხედვით.

  1. საკონტაქტო ინფორმაციის ძიება

რჩევა: საკონტაქტო ინფორმაცია განსაკუთრებით ტელეფონის ნომრები, მიუთითეთ თქვენი საიტის ყოველ გვერდზე, რათა ჟურნალისტებმა სწრაფად მიიღონ პასუხები

  1. პროდუქტის, ღონისძიების ან პიროვნების სწრაფად შესწავლა

რჩევა: გახადეთ შესაძლებელი მასალის ძებნა თემისა და თარიღის მიხედვით, გამოიყენეთ დაუინტერესებელი მხარე, როგორც კომპანიაზე დამატებითი დამაჯერებელი ინფორმაციის წყარო

  1. ფაქტების გადამოწმება

რჩევა: დადეთ თქვენს ვებგვერდზე სრული ინფორმაცია ფაქტების შესახებ, პროფესიული ბიოგრაფიები, ფინანსური მონაცემები, და ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

  1. ყურადღება მიაქციეთ სურათებს

რჩევა: ჟურნალისტებს მოსწონთ გრაფიკები, ისინი ბევრ რამეს ამბობენ კომპანიაზე, ზედმეტს ნუ გააკეთებთ; დარწმუნდით, რომ სურათებს სარგებლობა მოაქვთ და მხოლოდ „თვალს არ ახარებენ.