ყველაზე ეფექტური საკომუნიკაციო არხები

23 September 2016 PR & Copywriting

ბრენდის დამკვიდრებისა და ადაპტაციისთვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს სწორი კომუნიკაცია, სწორი საკომუნიკაციო საშუალების შერჩევა. ხშირ შემთხვევაში სწორედ კომუნიკაციის შედეგად ხდება უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულებისა და განწყობის სტიმულირება და ქცევის სახით მისი განხორციელება.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით ბრენდებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ძირითადად ხორციელდება სამი ძირითადი წყაროს მეშვეობით:

  • სხვისი, კომპეტენტური ადამიანის რჩევა (რეფერენტული ჯგუფი, მეგობარი, ადამიანები, რომელთაც უკვე გამოსცადეს ეს ბრენდი)
  • ტელევიზია
  • სოციალური ქსელები.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში, როგორც კვლევის რესპოდენტები ასახელებენ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეკლამა და სოციალური ქსელები ყურადღების გენერირების მიზნით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რეფერენტული ჯგუფების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ხშირად საინტერესოა სოციალურ ქსელებზე განთავსებული კომენტარები ბრენდებთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ კომენტარების გაცნობის შედეგად ხდება.