სოციალური მედიის მნიშვნელობა ბიზნესში

27 September 2016 PR & Copywriting

სოციალური მედიის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება, რაც დიდ წილად ინტერნეტის განვითარებამ განაპირობა, ეს კი თავის მხრივ საშუალებას აძლევს უამრავ ადამიანს გაცვალოს აზრი, რაც ხელს უწყობს კომპანიის იმიჯის ჩამოყალიბებას სოციალურ ქსელში. მისი საშუალებით წუთში ათასობით და მილიონობით ადამიანისთვის შეიძლება ხმის მიწვდენა. საჭირო შედეგის მისაღწევად სწორი დაგეგმვა და დროის მართვაა მნიშვნელოვანი. როგორ შეიძლება გამოიყენოს ბიზნესმა სოციალური მედია იმიჯის ფორმირებისთვის? ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს:

  1. მოახდინეთ საძიებო სიტყვების ოპტიმიზაცია, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის დადებითი კუთხით წარმოჩენისათვის.
  2. კომპანიამ უნდა შეარჩიოს  სწორი სოციალური მედიის პლატფორმა: გაითვალისწინოს სამიზნე აუდიტორია და მათი პრეფერენციები (მაგალითად, აუდიტორული კომპანია უმჯობესია LinkedIn-ს მოიხმარდეს, ხოლო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტანსაცმელს , ფეხსაცმელს და სხვა მსგავს პროდუქტს უკეთესია თავის აუდიტორიას Facebook-ის დახმარებით დაუკავშირდეს.
  3. კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ნეგატიური შეფასებებიც. არ უნდა უგულებელყოს უარყოფითი კომენტარები სოციალურ მედიაში. მოუსმინოს უკმაყოფილო მომხმარებელს და შეეცადოს სიტუაციის გამოსწორებას.
  4. კომპანიამ უნდა მოუსმინოს მომხმარებელს. წარმატების პირველი წესი არის მომხმარებლების მოთხოვნებისა და მოსაზრებების შესაბამისი კომუნიკაციის დამყარება.

ბიზნესისთვის ერთერთ მთავარი ამოცანა სოციალური ქსელში წარმატებული კამპანიაა.

ავტორი: ლ. არევაძე