
რჩევები მათთვის, ვინც სიტყვით გამოსვლას გეგმავს
ფართო აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა ხშირად არც ისე ადვილია. წარმოსათქმელი სიტყვის ლექსიკაზე დიდადაა დამოკიდებული, რამდენად გასაგები და ადვილად აღსაქმელი იქნება სიტყვა აუდიტორიისთვის. ლექსიკის სწორად შესარჩევად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
- გამოიყენეთ პირის ნაცვალსახელები - „თქვენ“, „ჩვენ“ სასაუბრო ელფერს აძლევს სიტყვით გამოსვლას და აუდიტორიას მიანიშნებს, რომ გამომსვლელი მათ ესაუბრება;
- თავი აარიდეთ პროფესიულ ჟარგონს - ყველა სფეროს აქვს სპეციალური ლექსიკა. ნუ გამოიყენებთ აკრონიმებს, ეს შესაძლოა ყველამ არ იცოდეს.
- გამოიყენეთ უბრალო სიტყვები - ნუ იტყვით „ბეჭდვით მედიას“, როდესაც შეგიძლიათ თქვათ: „გაზეთები“, ნუ იტყვით „ხელეწიფება“, როდესაც შეგიძლიათ თქვათ „შეუძლია.“
- დაამრგვალეთ რიცხვები - ნუ იტყვით „25,352,000“, თქვით, „25 მილიონზე მეტი ვებსაიტი.“
- გამოიყენეთ შემოკლებული ფორმები - თქვით „შორსაა“, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „შორს არის“.
- თავი აარიდეთ მრავალსიტყვაობას - ნუ იტყვით „მიუხედავად იმისა, რომ“, როცა შეგიძლიათ თქვათ „რადგან“
- გამოიყენეთ ზმნის აქტიური ფორმები - თქვით „ვფიქრობ“, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „ჩემი შეხედულებით“.
- გამოიყენეთ შედარებები და კონტრასტები - „მოგების გადასახადის ერთი პროცენტით ბიბლიოთეკის სამ ფილიალს ააშენებდა კაცი“.