რა პიროვნული თვისებები გვჭირდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სამუშაოდ?

7 October 2016 PR & Copywriting

ჩამონათვალს, რომელიც გულდასმით გაკეთებულ შეფასებებს ემყარება, შეუძლია, გაზომოს თქვენი პიროვნული თვისებების ეფექტურობა საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიის მახასიათებლების მიხედვით.

თითოეულ მათგანს უპასუხეთ „დიახ“ ან „არა“. ყოველი „დიახ“ 4 ქულით ფასდება, „არა“ - ნული ქულით. შედეგი 60 ქულაზე ქვემოთ ცუდია, შედეგი 80 ქულიდან 60 ქულამდე იმას ნიშნავს, რომ უნდა გააანალიზოთ თქვენი სუსტი მხარეები და გადადგათ ნაბიჯი მათ გამოსასწორებლად. 80 ქულაზე მეტი შედეგი ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის ეფექტური პიროვნული თვისებების ქონას.

  • იუმორის კარგი გრძნობა
  • პოზიტიური და ოპტიმისტური ბუნება
  • მეგობრული დამოკიდებულება ადამიანებთან, მათთან ადვილად დაახლოების უნარი
  • საუბრის შენარჩუნება ნებისმიერ ადამიანთან
  • იმედგაცრუებისა და უარყოფის ადვილად დაძლევა
  • ადამიანების ადვილად დარწმუნების უნარი
  • კარგად მოვლილი, რესპექტაბელური გარეგნობა, საქმიანი იერი
  • შოუმენის ალღო
  • ძლიერი კრეატიული ბიძგი
  • ტაქტიანი, ანგარიშის გამწევი ბუნება
  • სიტყვების შერჩევის ცოდნა
  • მმართველთა მხრიდან ნდობის მოპოვების უნარის ქონა
  • ადამიანებთან ყოფნით სიამოვნების მიღება
  • მოსმენით სიამოვნების მიღება
  • სხვა ადამიანებისთვის პრობლემის გადაჭრაში დახმარებისგან სიამოვნების მიღება
  • ცნობისმოყვარეობა სხვადასხვა რამის მიმართ
  • მრავალფეროვანი საკითხავისგან სიამოვნების მიღება
  • წამოწყებული პროექტების დასრულების უნარი და შემართება
  • მაღალი ენერგეტიკული დონე
  • თავის გართმევა მოულოდნელი გადაუდებელი სიტუაციებისთვის
  • შეცდომების დანახვა სწავლისას
  • ფაქტების აღიარება და ობიექტურობა
  • სხვა ადამიანების მოსაზრებების პატივისცემა
  • ზუსტი აღქმისა და განცდის უნარი
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისება და შენარჩუნება