BLOG

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ინტერნეტზე ,როგორც ყველაზე სწრაფად მზარდ მედია საშუალებაზე. ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ ბეჭდურ მედიას და ამის სანაცვლოდ ახალ ამბებს ინტერნეტით იგებენ, ერთერთ ასეთ არხად შეიძლება ბლოგოსფერო (blogosphere) ჩაითვალოს.

დღეს ძალიან ძნელია იმის გარკვევა, თუ  ვინ იყო პირველი ბლოგერი,  თუმცა თავად ტერმინი ჯორნ ბარგერს ეკუთვნის. სიტყვა ბლოგი “ვებლოგიდან” (weblog) არის წარმოებული.

ბლოგი ძალიან ჰგავს ვებსაიტს, მაგრამ რამდენიმე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც  გააჩნია:

  1. ყველა ბლოგს აქვს სათაური;
  2. მასში განთავსებული თითოეული ჩანაწერი დათარიღებულია;
  3. ბლოგში ინფორმაციის  განსათავსებლად არ არსებობს არანაირი შეზღუდვები, ან წესები;
  4. არ არსებობს ბლოგის შეფასების საყოველთაოდ მიღებული სტანდარტი ,არც ვინმე რედაქტორი  რომელიც გამოყენებული მასალის ხარისხს შეაფასებს;
  5. ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია გამოაქვეყნოს ის რაც მას სურს, შესაბამისად ბლოგერი თავად აგებს პასუხს იმაზე რასაც აქვეყნებს;
  6. როგორ წესი ბლოგი ინდივიდის მიერ არის შექმნილი, კორპორაციული ბლოგის შემთხვევაშიც კი თვალნათლივ არის მითითებული კონკრეტული პოსტის ავტორი.

ბლოგის შეფასების ერთადერთი უტყუარი კრიტერიუმი მისი პოპულარობაა.

მარკეტინგის სპეციალისტებმა უკვე დიდი ხანია კარგად იციან, რომ ადამიანი გაცილებით უფრო მეტად ენდობა ნაცნობის, მეგობრის რჩევას, ვიდრე სარეკლამო განცხადებებს, ბლოგებიც ზუსტად ამ უპირატესობით სარგებლობენ ტრადიციულ მედიასთან მიმართებაში იმის გამო რომ ბლოგი კონკრეტული ჩვენნაირი პიროვნების მიერ არის შექმნილი და ხშირად უფრო მეტ ნდობას იმსახურებს.

ავტორი: ნ. ქვარცხავა