რეკლამა საერთაშორისო ბაზარზე

რეკლამას საერთაშორისო მარკეტინგული ასოციაცია განმარტავს, როგორც კონკრეტული იდენტიფიცირებული სპონსორის მიერ პროდუქტის, მომსახურების ან იდეის დადებითი კუთხით წარმოდგენას. რეკლამის მიზანია მომსახურების, პროდუქტის თუ იდეის შესახებ მოახდინოს სასურველი აზრის ფორმულირება საზოგადოებაში.

რეკლამა განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც ბაზარზე წარმოებული პროდუქტის მიწოდება აღემატება მოთხოვნას. საერთაშორისო რეკლამა ხელს უწყობს პროდუქტისა თუ მომსახურების პოპულარიზაციას  გლობალურ ბაზრებზე.

საერთაშორისო რეკლამის განვითარებას ხელს უწყობს გლობალიზაცია, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი და კომუნიკაციის ახალი საშუალებების განვითარება. ამ შესაძლებლობების კვალდაკვალ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომუნიკაციის დროს გავითვალისწინოთ ქვეყნის შიდა წეს-ჩვეულებები, რელიგია, ტრადიციები და ა.შ. ამიტომ ხშირად  რეკლამები ადაპტირებულია შესაბამისი კულტურის თავისებურებების მიხედვით.

საერთაშორისო სარეკლამო კამპანიის ადაპტაციის  პროცესი არსებითი მნიშვნელობისაა, თუმცა მას ხშირად აფერხებს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ფაქტორები:

  • ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პირობები;
  • ტექნოლოგიური განვითარების დონე;
  • მედიისა და სარეკლამო არხების განვითარების დონე;
  • კულტურა, ტრადიცია, ენა;
  • ცხოვრების სტილი;
  • თანამედროვე ცხოვრებისადმი სწრაფვა;
  • პროდუქტის შესყიდვისადმი მომხმარებლის მზადყოფნა;
  • კონკურენტული გარემო;
  • სამართლებრივი მხარე.

ავტორი: ა. დოლენჯაშვილი