ჩვენს შესახებ

ამბერის ლოგო

ვინ ვართ ჩვენ

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების თანამშრომლობით და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებით, 2016 წელს AMBER დაარსდა. წლების განმავლობაში, ჩვენ განვახორციელეთ მრავალი წარმატებული პროექტი და შევქმენით არაერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, მათ შორის:
  • სწრაფი გადახდის სისტემა;
  • ბიზნესის და პროექტების მართვის ონლაინ პლატფორმა;
  • დაჯავშნის, გაქირავებისა და გაყიდვების ონლაინ სისტემა;
  • ავტომობილების გადაზიდვების მართვის ონლაინ პლატფორმა;
  • სერვერის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, აწყობა, კონფიგურირება და ადმინისტრირება და სხვა

ახალი მიმართულება

2023 წლიდან, AMBER გახდა AIWA-ს ოფიციალური დილერი და წარმომადგენელი საქართველოში. შედეგად, ჩვენ დავიწყეთ AIWA-ს კომპიუტერული ტექნიკის შემოტანა და გაყიდვები და მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად ვთავაზობთ თანამედროვე და მაღალხარისხიან ტექნოლოგიურ პროდუქტებს.

დღეს

AMBER ქმნის და ნერგავს სტრუქტურირებულ ბიზნეს სისტემებს, რომლებიც ზრდის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას.
ჩვენ ვაერთიანებთ AI ავტომატიზაციას, ფინანსურ ანალიტიკას, სტრატეგიულ კონსულტაციას და PR კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას ოპერაციული გადაწყვეტილებების გასაუმჯობესებლად.
ჩვენი მომსახურება ეფუძნება მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, პროცესების ოპტიმიზაციას და კორპორატიული პოზიციონირების გაძლიერებას.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ბიზნესებს დავეხმაროთ უფრო ეფექტიან და გამართულ მუშაობაში, სტრუქტურირებული ბიზნეს სისტემების შექმნითა და დანერგვით.
ჩვენ AI ავტომატიზაციას, ფინანსურ ანალიზს, სტრატეგიულ კონსულტაციასა და PR კამპანიების დაგეგმვას ვაერთიანებთ, რათა კომპანიებმა მიიღონ უკეთესი ოპერაციული და სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზისა და პროცესების ოპტიმიზაციის გზით, ჩვენ ვაძლიერებთ ბიზნესების პოზიციონირებას, მართვის ხარისხს და გრძელვადიან განვითარებას.

ჩვენი ხედვა

AMBER-ის ხედვაა დაეხმაროს ორგანიზაციებს გამართული, სტრუქტურირებული და პასუხისმგებლიანი მართვის განვითარებაში.
კომპანია ისწრაფვის ბიზნეს პროცესების წესრიგში მოყვანისა და მართვადი გარემოს ჩამოყალიბებისკენ, სადაც გადაწყვეტილებები ეფუძნება ანალიზს, მონაცემებსა და გრძელვადიან დაგეგმვას.
AMBER მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს სანდო სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციების ეფექტიანობას, ფინანსურ მდგრადობასა და სტაბილურ განვითარებას.

ჩვენი სლოგანი

    ჩვენ ვქმნით ერთად დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ არა დროის მცირე მონაკვეთისთვის
წარმატებული პროექტები

წელი თქვენს სამსახურში

პროფესიონალი თანამშრომელი

ერთგული პარტნიორი

AIWA Group

Aiwa Group არის წამყვანი მაღალტექნოლოგიური ჩინური საწარმოო ჰაბი, რომელიც 13 წელზე მეტია სპეციალიზებულია კომპიუტერული ტექნიკის, კერძოდ ლეპტოპების, პლანშეტებისა და All-in-One სისტემების წარმოებაზე. კომპანია მსოფლიოში ცნობილია თავისი ექსკლუზიური 3D Inkjet Printing ტექნოლოგიით, რაც ზედაპირების დამუშავების ინოვაციური და ეკოლოგიური მეთოდია.
პატენტი

AIWA Group ფლობს 80-ზე მეტ პატენტს

კვადრატული მეტრი

50000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული სამი ქარხანა და ორი ინდუსტრიული პარკი

თანამშრომელი

AIWA-ს 209-ზე მეტი პროფესიონალი თქვენს სამსახურში

წლიანი გამოცდილება

ლეპტოპების, ტაბებისა და სხვა ელექტრო ტექნიკის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება

პარტნიორები


    მაღალტექნოლოგიური ქარხნები და საკუთარი კვლევის და განვითარების (R&D) გუნდი საშუალებას
        აძლევს AIWA-ს ითანამშრომლოს ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან როგორიცაა :